top of page

საძიებო ჭკვიანი მოწყობილობა შინაური ცხოველებისთვის, ბარგის, ჩანთებისა და გასაღებისთვის.

დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა

პროდუქტის დაბრუნებისა და გაცვლის პირობები

1. შესავალი

წინამდებარე პირობები წარმოადგენს იურიდიულად მბოჭავ ხელშეკრულებას მომხმარებელსა და შპს „თეგ ენდ თრექ“-ს (ს/კ: 405802458, შემდგომში - „Tagy“) შორის. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ვებ-გვერდზე https://Tagy.ge პროდუქტის შეძენისა და მისი დაბრუნება/გაცვლის წესებს.

2. პროდუქტის დაბრუნების/გაცვლის საფუძვლები

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ან გაცვალოს 50 (ორმოცდაათ) ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი (გაითვალისწინება ფაქტობრივად გადახდილი თანხა ფასდაკლების შემდეგ), თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერას;

  • პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი/დეფექტი, რაც შეუძლებელს ხდის მის დანიშნულებით გამოყენებას;

  • პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების პროცესში;

  • პროდუქტი შეძენილია დისტანციურად (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება).

2.1. ვადები და პირობები

  • დაბრუნება/გაცვლა შესაძლებელია პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღისგანმავლობაში.

  • მტკიცების ტვირთი ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის შესახებ ეკისრება მომხმარებელს.

2.2. გამონაკლისი (როდის არ ბრუნდება პროდუქტი):

  • გასულია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა;

  • პროდუქტი დაზიანდა, განადგურდა ან დაკარგა სასაქონლო სახე მომხმარებლის მიერ მისი არასწორი გამოყენების შედეგად;

  • მომხმარებელმა გამოიყენა პროდუქტი ისე, რომ შეუძლებელია მისი ხელახალი რეალიზაცია.

3. დაბრუნების/გაცვლის პროცედურა

3.1. მოთხოვნის რეგისტრაცია

მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელ-ფოსტაზე: hello@tagy.ge. წერილში მითითებული უნდა იყოს:

  1. პროდუქტის დასახელება და შეკვეთის ნომერი;

  2. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

  3. პროდუქტის ფოტო (მდგომარეობის დასადასტურებლად);

  4. მომხმარებლის სახელი და გვარი.

3.2. განხილვის ეტაპები

  • ეტაპი 1: Tagy-ს მხარდაჭერის გუნდი 24 საათის განმავლობაში განიხილავს მოთხოვნას და აცნობებს მომხმარებელს გადაწყვეტილებას.

  • ეტაპი 2: დასტურის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი მიიტანოს ან გამოაგზავნოს სერვის-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი №8, I სართული, ბინა 3.

3.3. პროდუქტის წარდგენა

პროდუქტთან ერთად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს:

  • საგარანტიო ტალონი (არსებობის შემთხვევაში);

  • ორიგინალი შეფუთვა (ყუთი) და ყველა თანმხლები აქსესუარი/ატრიბუტი.

4. თანხის დაბრუნების წესი

დაბრუნების პროცესის დადებითად დასრულების შემთხვევაში:

  • სრული გადახდისას: თანხა დაბრუნდება იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა, დასტურიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

  • განვადებისას: უქმდება ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი თანხა (ასეთის არსებობისას) ბრუნდება 7 კალენდარული დღის ვადაში.

  • გაცვლისას: ახალი პროდუქტი მომხმარებელს მიეწოდება ძველი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. დასკვნითი დებულებები

ხელშეკრულებიდან გასვლა ავტომატურად იწვევს დამხმარე ხელშეკრულებების გაუქმებას და მხარეთა პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას.

ვებ-გვერდით სარგებლობითა და პროდუქტის შეძენით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე პირობებსა და ჩვენს [კონფიდენციალურობის პოლიტიკას].

bottom of page