top of page

საძიებო ჭკვიანი მოწყობილობა შინაური ცხოველებისთვის, ბარგის, ჩანთებისა და გასაღებისთვის.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. პოლიტიკის მიზანი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, კერძოდ, მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება მათი დამუშავების პროცესში.

2. სამართლებრივი საფუძველი
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა წარმოადგენს სავაჭრო ობიექტის პრიორიტეტს. კომპანია გარანტიას იძლევა, რომ მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

3. ტერმინთა განმარტება

  • პერსონალური მონაცემი: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

  • მონაცემთა დამუშავება: მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებებით (შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება).

  • თანხმობა: მონაცემთა სუბიექტის მიერ ნების გამოვლენა, რომლითაც იგი შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ეთანხმება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონკრეტული მიზნით.


4. მონაცემთა შეგროვება და გამოყენება

4.1. შეგროვებული ინფორმაციის ტიპები

მომსახურების გაწევისას, კომპანია უფლებამოსილია შეაგროვოს შემდეგი მონაცემები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი.

  • ფინანსური ინფორმაცია: საბანკო ანგარიშის/ბარათის მონაცემები და ტრანზაქციის ისტორია.

  • სხვა მონაცემები: მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სერვისის სრულყოფილად მისაღებად.

4.2. მონაცემთა დამუშავების პირობები

მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს კომპანიას უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია.

5. შეკვეთისა და მიწოდების წესები
პროდუქტის შეძენისა და მიწოდების პროცესი რეგულირდება შემდეგი პირობებით:

  • შეკვეთის განთავსება: მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს, ამატებს კალათაში, ავსებს სავალდებულო ველებს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) და ახორციელებს გადახდას.

  • გადახდა: ბარათით გადახდისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ ბარათი არის მისი საკუთრება და იგი სრულად პასუხისმგებელია ტრანზაქციაზე.

  • მიწოდების პირობა: მიწოდების პროცესი იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია დარწმუნდება ინფორმაციის სიზუსტეში და სრულად იქნება დაფარული პროდუქტისა და ტრანსპორტირების საფასური.

  • ჩაბარება: პროდუქტი ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან დადასტურების შემთხვევაში. თუ მიწოდება ვერ მოხერხდა ორი მცდელობის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად მესამე მცდელობისთვის.

  • 6. უსაფრთხოება და შენახვა

  • 6.1. დაცვის მექანიზმები

  • კომპანია იღებს ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა უნებართვო წვდომისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, შეცვლისგან ან გამჟღავნებისგან დასაცავად.

  • 6.2. მონაცემთა შენახვა

  • ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე შესრულებული ყველა მოქმედება ექვემდებარება აღრიცხვას (ლოგირებას). თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

  • 6.3. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთარი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის დარღვევით.

  • 7. მონაცემთა გამჟღავნება მესამე პირებზე

  • კომპანია არ გასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით (მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით).

  • 8. დასკვნითი დებულებები

  • ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. წინამდებარე დოკუმენტი არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

bottom of page